ყოველი საზაფხულო არდადეგების მიწურულს სევდა მეძალება, უკვე ვეღარ ვითმენ, სკოლის და ბავშვების გარეშე აუტანელია ჩემი ყოფა, ერთი სული მაქვს სწავლა დაიწყოს. აი, დადგა 15 სექტებერი და მოუთმელად ველოდები ჩემი მოსწავლეების ხილვას. მიუხედავად რთული სოციალური ვითარებისა, მაინც საზეიმო ჟრიამული სუფევს ყველა სკოლაში და ,მათ შორის, ქვახვრელის საჯარო სკოლაშიც. გოგო-ბიჭები გამოპრანჭულები მიდიან სკოლისკენ და თან ერთმანეთს მუშტრის თვალით ათვალიერებენ, ვის უფრო უკეთესად აცვია, ვინ სად რა შეიძინა. უფროსკლასელები გასაპრანჭად მიდიან (რადგან რეპეტიტორების იმედი აქვთ), პატარები კი უფრო -- ცოდნის მისაღებად.
ჩემი სადამრიგებლო კლასი უკვე მე-7-ში გადავიდა, შესაბამისად ჭკუა-გონებაც მეტი მოეკითხებათ. ყველა საოცრად ლამაზი და გაზრდილია. სათითაოდ გულში ვიკრავ და ვკოცნი. მათი საოცრად გულწრფელი და ბედნიერი ღიმილი გულს სიხარულით მივსებს. ძალია მიყვარან და ეხლა უფრო ვხვდები როგორ მომნატრებიან.

Комментариев нет:
Отправить комментарий