ჩემი სადამრიგებლო კლასი
საახალწლო ზეიმი- 2015
- მთავარი
- VII კლასის მოსწავლეები
- ფსიქოლოგის ოთახი
- ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
- მოსწავლეთა მიღწევები
- განხორციელებული პროექტები
- აკადემიური მოსწრება
- ღია გაკვეთილები
- გაკვეთილების ცხრილი
- კლასის სააღმზრდელო სათები
- სარეკომენდაციო თემატიკა ღონისძიებებისთვის
- მშობელთა საკონტაქტო მონაცემები
- კლასგარეშე აქტივობები
- მოსწავლეთა ქცევის კოდექსი
- სადამრიგებლო პროგრამა
- მოსწავლეთა ფსიქოლოგიური დახასიათება
пятница, 26 декабря 2014 г.
вторник, 16 сентября 2014 г.
ახალი საწავლო წლის დაწყება-ახალი იდეები
ყოველი საზაფხულო არდადეგების მიწურულს სევდა მეძალება, უკვე ვეღარ ვითმენ, სკოლის და ბავშვების გარეშე აუტანელია ჩემი ყოფა, ერთი სული მაქვს სწავლა დაიწყოს. აი, დადგა 15 სექტებერი და მოუთმელად ველოდები ჩემი მოსწავლეების ხილვას. მიუხედავად რთული სოციალური ვითარებისა, მაინც საზეიმო ჟრიამული სუფევს ყველა სკოლაში და ,მათ შორის, ქვახვრელის საჯარო სკოლაშიც. გოგო-ბიჭები გამოპრანჭულები მიდიან სკოლისკენ და თან ერთმანეთს მუშტრის თვალით ათვალიერებენ, ვის უფრო უკეთესად აცვია, ვინ სად რა შეიძინა. უფროსკლასელები გასაპრანჭად მიდიან (რადგან რეპეტიტორების იმედი აქვთ), პატარები კი უფრო -- ცოდნის მისაღებად.
ჩემი სადამრიგებლო კლასი უკვე მე-7-ში გადავიდა, შესაბამისად ჭკუა-გონებაც მეტი მოეკითხებათ. ყველა საოცრად ლამაზი და გაზრდილია. სათითაოდ გულში ვიკრავ და ვკოცნი. მათი საოცრად გულწრფელი და ბედნიერი ღიმილი გულს სიხარულით მივსებს. ძალია მიყვარან და ეხლა უფრო ვხვდები როგორ მომნატრებიან.
ჩემი სადამრიგებლო კლასი უკვე მე-7-ში გადავიდა, შესაბამისად ჭკუა-გონებაც მეტი მოეკითხებათ. ყველა საოცრად ლამაზი და გაზრდილია. სათითაოდ გულში ვიკრავ და ვკოცნი. მათი საოცრად გულწრფელი და ბედნიერი ღიმილი გულს სიხარულით მივსებს. ძალია მიყვარან და ეხლა უფრო ვხვდები როგორ მომნატრებიან.
пятница, 11 апреля 2014 г.
VII კლასის პორტფოლიო
10 რჩევა მშობლებს...
1. მიიღეთ ბავშვი
ისეთი, როგორიც არის.
2. არასოდეს უბრძანოთ ბავშვს ახირების გამო. დაუშვებელია უაზრო ბრძანებები, მაგრამ ბავშვის ცხოვრებაში ჩაურევლობაც ისეთივე
დანაშაულია, როგორც მუდმივი კონტროლი.
3.
არასოდეს მიიღოთ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად. ოჯახური ცხოვრების ოქროს წესია
დიარქია (ორხელისუფლებიანობა). როცა
დედ–მამა ურთიერთუთანხმოებაშია მოზარდთან დაკავშირებულ რაიმე საკითხზე –
მოზარდისათვის ხდება გასართობი სანახაობა.
4.
შეინარჩუნეთ ნდობა იმის მიმართ, ვინც გეწინააღმდეგებათ თქვენ.
5.
საჩუქრები ნაწილობრივ – არავითარი ზედმეტი.
ჩვენ გადავეჩვიეთ შვილისათვის რაიმეზე უარის თქმას. უარს უფრო მეტი დადებითი მოაქვს, ვიდრე ყველა
სურვილის შესრულებას. ან უარეს შემთხვევაში, ვისწავლოთ განსხვავება აუცილებელსა და
ზედმეტს შორის.
6.
ყველაფერში იმოქმედეთ საკუთარი მაგალითით. ბავშვი გააკეთებს იმას, რასაც დაინახავს
თქვენგან.
7.
ილაპარაკეთ ყველაფერზე შიშის გარეშე.
სიტყვა ოქროა, ხოლო დუმილი ეჭვს აღძრავს.
8.
გაერთიანდით ახლობლებთან ერთად. ოჯახი
კერძო რესპუბლკაა. ყველაფერი უნდა
გაკეთდეს ერთობლივად: ჭურჭლის რეცხვა,
საყიდლებზე სიარული, სახლის დასუფთავება, გართობის სახეობის არჩევა, სამოგზაურო მარშუტების
განსაზღვრა და სხვა.
9.
დატოვეთ კარი ღია. ადრე თუ გვიან თქვენ ვეღარ დააკავებთ შვილებს, მოზარდებს,
ახალგაზრდებს სახლში. არასდროს არის გვიან ვისწავლოთ თავისუფლება.
10. შეემზადეთ შესაბამისი დროისათვის!
ამ შეგონებას მუდმივად მოაქვს ნაღველი.
ადრე თუ გვიან მშობლები რჩებიან მარტო. ვერაფერს იზამთ, ნებისმიერი
მშობლიური კარიერა ითვალისწინებს ამ მსხვერპლს.
четверг, 10 апреля 2014 г.
მხიარული სტარტები
დღეს, 10 აპრილს, ქვახვრელის საჯარო სკოლაში ჩატარდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიება ,,მხიარული სტარტები", სადაც ერთმანეთს ეჯიბრებოდა მე-6 - კლასი ,,შევარდენი"და მე-5 კლასი ,,ბერმუხა". ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც მოსწავლეები ასევე მათი დამრიგებლები, ხათუნა მირუაშვილი და ლელა პოღოზაშვილი. ასპარეზობა დამთავრდა ,,ბერმუხას" გამარჯვებით, სულ 2 ქულის სხვობით ჩამორჩა მოწინააღმდეგე გუნდს. მე-6 კლასი ულოცავს მათ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.
აღნიშნული პროექტის ორგანიზატორი იყო ამავე სკოლის სპორტის მასწავლებელი, დავით ნადირაშვილი.
პროექტი მნიშვნელოვანია მოსწავლეებში მოტივაციის ასამაღლებლად, რამაც ნამდვილად მიაღწია შედეგს და დაისახა სამომავლო გეგმები ასეთი ღონისძიებების მოსაწყობად. ეს ხელს უწყობს მოსწავლეთა ფიზიკურ გაჯანსაღებასა და უკეთესი მომავლის მისწრაფებაში.
ასე ვემზადებოდით შეჯიბრისთვის.მოსწავლეები თავანთი ხელით ქმნიდნენ პლაკატებს და პოსტერებს მხარდამჭერი გუნდებისთვის.
გუნდი ,,შევარდენი"
შეჯიბრის მიმდინარეობის ამსახველი ფოტოები
ჟიურის წარმომადგენლები
მოწინააღმდეგე გუნდი ,,ბერმუხა"
Подписаться на:
Сообщения (Atom)