10 რჩევა მშობლებს...
1. მიიღეთ ბავშვი
ისეთი, როგორიც არის.
2. არასოდეს უბრძანოთ ბავშვს ახირების გამო. დაუშვებელია უაზრო ბრძანებები, მაგრამ ბავშვის ცხოვრებაში ჩაურევლობაც ისეთივე
დანაშაულია, როგორც მუდმივი კონტროლი.
3.
არასოდეს მიიღოთ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად. ოჯახური ცხოვრების ოქროს წესია
დიარქია (ორხელისუფლებიანობა). როცა
დედ–მამა ურთიერთუთანხმოებაშია მოზარდთან დაკავშირებულ რაიმე საკითხზე –
მოზარდისათვის ხდება გასართობი სანახაობა.
4.
შეინარჩუნეთ ნდობა იმის მიმართ, ვინც გეწინააღმდეგებათ თქვენ.
5.
საჩუქრები ნაწილობრივ – არავითარი ზედმეტი.
ჩვენ გადავეჩვიეთ შვილისათვის რაიმეზე უარის თქმას. უარს უფრო მეტი დადებითი მოაქვს, ვიდრე ყველა
სურვილის შესრულებას. ან უარეს შემთხვევაში, ვისწავლოთ განსხვავება აუცილებელსა და
ზედმეტს შორის.
6.
ყველაფერში იმოქმედეთ საკუთარი მაგალითით. ბავშვი გააკეთებს იმას, რასაც დაინახავს
თქვენგან.
7.
ილაპარაკეთ ყველაფერზე შიშის გარეშე.
სიტყვა ოქროა, ხოლო დუმილი ეჭვს აღძრავს.
8.
გაერთიანდით ახლობლებთან ერთად. ოჯახი
კერძო რესპუბლკაა. ყველაფერი უნდა
გაკეთდეს ერთობლივად: ჭურჭლის რეცხვა,
საყიდლებზე სიარული, სახლის დასუფთავება, გართობის სახეობის არჩევა, სამოგზაურო მარშუტების
განსაზღვრა და სხვა.
9.
დატოვეთ კარი ღია. ადრე თუ გვიან თქვენ ვეღარ დააკავებთ შვილებს, მოზარდებს,
ახალგაზრდებს სახლში. არასდროს არის გვიან ვისწავლოთ თავისუფლება.
10. შეემზადეთ შესაბამისი დროისათვის!
ამ შეგონებას მუდმივად მოაქვს ნაღველი.
ადრე თუ გვიან მშობლები რჩებიან მარტო. ვერაფერს იზამთ, ნებისმიერი
მშობლიური კარიერა ითვალისწინებს ამ მსხვერპლს.